Monday, April 25, 2011

პროექტის  სახელი: ქართულ ლექსიკაში დამკვიდრებული ინგლისური სიტყვები
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ რომელი ინგლისური სიტყვებია დამკვიდრებული ქართულ ენაში.ისინი დააკვირდებიან მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მეტყველებას რაც განუვითარებს ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვების უნარს.
პროექტის სრული აღწერა:
ინგლისური ენის სწავლის აქტუალობიდან გამომდინარე მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად შევთავაზე გაეკეთებინათ დაკვირვება მათ ირგვლივ მყოფი ადამიანების მეტყველებაზე, რასაც მათი მხრიდან დიდი დაინტერესება მოყვა.აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ პროექტი გაგვეკეთებინა თემაზე: ქართულ ლექსიკაში დამკვიდრებული ინგლისური სიტყვები.
 კლასი გავყავით სამ ჯგუფად:
I – ჯგუფში მყოფი მოსწავლეები დააკვირდებიან თინეიჯერების მეტყველებას და მოიტანენ დაკვირვების შედეგად მოპოვებულ მასალას(აუდიო ჩანაწერებს,ცხრილის სახით ჩაწერილ სიტყვებს).
II ჯგუფის მოსწავლეები დააკვირდებიან შუახნის ასაკის ადამიანების მეტყველებას და ასევე მოიტანენ მათზე დაკვირვების შედეგად მოპოვებულ მასალას (აუდიო ჩანაწერებს,ცხრილის სახით ჩაწერილ სიტყვებს).
III – ჯგუფის მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ ხანდაზმული ადამიანების მეტყველებას და წარმოადგინონ მათ მეტყველებაზე დაკვირვებით გაკეთებული მასალა (აუდიო ჩანაწერები,ცხრილის სახით ჩაწერილი სიტყვები).
დავალების დასრულების შემდეგ სამივე ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას.
ჯგუფებად დაყოფის შემდეგ მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ კვლევის გეგმას,რომელშიც აღწერილია კვლევის პროცესის თანმიმდევრობა და რომელიც მოიცავს ინტერვიუების აღებას,გამოკითხვის ჩატარებას.
გეგმის შემუშავების შემდეგ იწყება ინფორმაციის შეგროვება და მისი გაანალიზება–შეჯერება ცოდნის კონსტრუირების მიზნით.კეთდება პირველი ჩანაწერები კვლევის პროცესებიდან გამომდინარე.
მიზნები და ამოცანები:
ამ პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს განუვითარებს კვლევით უნარ–ჩვევებს,საკომუნიკაციო უნარებს,ინგლისური და ქართული ენების სწავლების მიმართ ინტერესის გაზრდას.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით,სკოლის საზოგადოებისთვის კვლევის შედეგების გაცნობა. ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.
ვადები და ხანგძლივობა: 2 თვე.
სამუშაო ენა: ინგლისური,ქართული.
პროექტის ფასილიტატორი: თამარ კაკულია
ფასილიტატორის ელ–ფოსტა:tamarkakulia@gmail.com

No comments:

Post a Comment